კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 136, იმერეთში – 164, კახეთში – 115

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარაში – 98, იმერეთში – 164, ქვემო ქართლში – 104, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 64, კახეთში – 115, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 32, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 266, აჭარაში – 187, იმერეთში – 417. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში – 388, აჭარაში – 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 133, აჭარაში – 2, იმერეთში – 9. 924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 – თბილისში, 242- აჭარაში. 8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები