ერაყში კოვიდსაავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდეა გაზრდილი

ერაყში, დი-კარის პროვინციის ქალაქ ალ-ნასირიაში კოვიდსაავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

Al Arabiya-ს ინფორმაციით, სულ მცირე, 70 პაციენტის გადარჩენა მოხერხდა.

წინასწარი ვერსიით, ხანძარი გამოწვეულია ჟანგბადის ბალონით, ათობით ადამიანი შენობაში აღმოჩნდა ბლოკირებული.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით რეგიონის ჯანდაცვის უწყებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერაყში სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი მოხდა.

24 აპრილს “იბნ ალ-ჰატიბის” საავადმყოფოში ხანძარს 82 პაციენტი შეეწირა, 110 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები