“ბიჭი კვდება ტო, ერთი ნარკანი გაუკეთეთ” – შსს ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე კადრებს ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებამ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები გაავრცელა, მათ შორისაა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ლაშქარავას თანხმლები პირი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი მეგობარი ცუდადაა და პრეპარატ ნარკანს ითხოვს.