ლევან დავითაშვილი – პრემიერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა აღიკვეთოს და უნდა დაისაჯონ პირები მაქსიმალური სიმკაცრით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს – ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემის პრინციპები, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა

რადიკალური ძალების მხრიდან ნებისმიერი მომენტის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, – ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება ძალადობის ფაქტების მხარდაჭერა და ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა აღიკვეთოს და უნდა დაისაჯონ პირები მაქსიმალური სიმკაცრით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს – ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემის პრინციპები, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები