ირაკლი კობახიძე: კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია

“ირაკლი ღარიბაშვილზე კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა იკისრონ, რომლებიც გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულები დაიწერონ. ჩვენი მთავარი ამოცანაა გამოძიება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები