საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, მშვიდობიანი გარემო შექმნას მოქალაქეებისთვის სიტყვის თავისუფლების გამოხატვის დროს, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობა უზრუნველყოს.
ამის შესახებ დიპლომატმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.
“მთავრობის პასუხისმგებლობაა მშვიდობიანი გარემო შექმნას მოქალაქეებისთვის სიტყვის თავისუფლების გამოსახატად, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის გამოხატვა. სამწუხაროდ, ეს 5 ივლისს ვერ დავინახეთ. იმედი მაქვს, მომავალში იქნება მეტი დაფასება იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ეს ღირებულებები და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ძალიან ვწუხვართ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ყველას ტრაგედიაა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, ჟურნალიტებს. ეს შოკისმომგვრელია. ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს მშვიდობიანი, კონსტიტუციური უფლების გამოტახვის ხელისშეშლას შეეხება.
მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობის თუ უმრავლესობის უფლება დაცული იყოს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, ყველაფერი წარიმართოს დემოკრატიული პროცესების ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებმა მომავლის რწმენა და იმედი იგრძნონ”, – თქვა კელი დეგნანმა.