“ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ზედოზირების ვერსიაც განიხილება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გარდაცვლილ ოპერატორთან დაკავშირებით შსს-ს მაღალჩინოსანმა განმარტა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ვერსია სხვა ვერსიებთან ერთად განიხილება.
“დიახ, სხვა ვერსიებთან ერთად ზედოზირების ვერსიაზეც მიმდინარეობს მუშაობა”, – აღნიშნა ჭელიძემ.