გიორგი ფხაკაძე: “დელტა” ვირუსზე “ფაიზერის” ეფექტურობა არის 64%, “ასტრაზენეკაც” კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, დანარჩენებზე ხომ ზედმეტია საუბარი

“დელტა” ვირუსზე “ფაიზერის” ეფექტურობა არის 64%”, – ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა,

მისი თქმით, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ბუსტერი, მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინით.

“დელტ”ა ვირუსზე “ფაიზერის” ეფექტურობა არის 64%. “ასტრაზენეკაც” კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, დანარჩენებზე ხომ ზედმეტია საუბარი.

თუმცა, მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ აქვს ეფექტი. ჩინური ვაქცინა შეამსუბუქებს მდგომარეობას ნამდვილად. ჩინურ ვაქცინას თუ გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ ცხვირიდან. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ თუ ვერ ჩამოაქვს სხვა ვაქცინები, 2 დოზა ჩინურის შემდეგ ბუსტერის სახით იყოს “ფაიზერი,” – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები