აშშ-ის საელჩო: ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ

აშშ-ის საელჩო საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთიდან სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას ულოცავს.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად.

„ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებს. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას. გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 7 078 ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები და იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ავღანეთში 17-წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. ქართული კონტინგენტის მიერ ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დღეს აღინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები