ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი გადადგებაო – პროგნოზს აკეთებს თაკო ჩარკვიანი, “აუ რამდენი ვართ“-ის ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც დაბნეულია

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.

,,ირაკლი ღარიბაშვილი გადადგებაო, პროგნოზს აკეთებს თაკო ჩარკვიანი! “აუ რამდენი ვართ-“ის ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც დაბნეულია: არ იცის, რა გააკეთოს პარლამენტში (სადაც ცოცხალი თავით არ შედიოდა) და ამჯერად ახალი რამ მოიფიქრა. “კანონი და სამართლის” პარტიის ლიდერსა და პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსს, როგორც თვითონ უწოდებს თავს, ოდნავაც არ ეხამუშება ჯერ ,,ნაცებთან” მეგობრობა და ბოლოს რუსების სურვილების თავის პროგნოზად გაჟღერება. აუ, მართლა რამდენი ხართ? ,” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები