გია აბაშიძე – თაკო ჩარკვიანზე: “ექსპერტ-ნათელმხილველის” ნიჭი ამაოდ იკარგება

„ჩვენი პოლიტიკანები წინასაარჩევნო კამპანიას კი არ აწარმოებენ, არამედ მარჩიელობენ და საკუთარი უსუსურობით დაბეჩავებულნი ილანძღებიან. სხვა მეტი არაფერი გააჩნიათ უნარ-ჩვევებში,” – ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.

მისი თქმით, “ექსპერტ-ნათელმხილველის” ნიჭი ამაოდ იკარგება.

“ექსპერტი-ნათელმხილველის” ნიჭი ამაოდ იკარგება. არ შეიძლება, ტელეკომპანია “პირველის” (“გოიმკანალის”) “საგამოძიებო “ჟურნალისტიკას” გაუძღვეს უვიცი ნოდარ მელაძის პოტენციალის გასაძლიერებლად?

არჩევნებამდე რაღა დარჩა? თუმცა, ჩვენი პოლიტიკანები წინასაარჩევნო კამპანიას კი არ აწარმოებენ, არამედ მარჩიელობენ და საკუთარი უსუსურობით დაბეჩავებულნი, ოდენ ილანძღებიან. სხვა მეტი არაფერი გააჩნიათ უნარ-ჩვევებში,”- წერს აბაშიძე facebook-ის გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები