ლევან ნიკოლეიშვილი: მადლობა დავით ხიდაშელს, დავით გარეჯას უნიკალური რუკების შემდეგ ეს მისი კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმეა
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრაძანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,დღეს საქართველოში უდიდეს განძს, ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. როგორც ერთი რიგითი ქართველი, მადლობას ვუხდი ინდოეთის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, ამასთან ერთად, მადლობა ეკუთვნის ბატონ დავით ხიდაშელს. რომ არა მისი უშუალო ძალისხმევა, პროცესი ასე სწრაფად არ დასრულდებოდა. დავით გარეჯას და უნიკალური რუკების შემდეგ ეს მისი კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმეა და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს!’’, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება. სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა.