ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებს კორონავირუსისგან უფასოდ კურნავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე რუსი ტურისტების შემოწმება და შემდგომი მკურნალობა უფასოა.
როგორც ე.წ.ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, მათი მკურნალობის საფასურს “სახელმწიფო ფარავს”.
მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენენ ის ტურისტები, რომლებიც სამკურნალოდ ან გამოკვლევისთვის მიმართავენ კომერციულ ლაბორატორიებსა და კერძო კლინიკების ექიმებს.
ე.წ.ჯანდაცვის უწყება მოუწოდებს მედიას, საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უზუსტო დასკვნებისგან თავი შეიკავონ.