ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს
ჰაიტის პრეზიდენტი, ჟოვენელ მოიზა საკუთარ რეზიდენციაში სასიკვდილოდ დაჭრეს.
ამის შესახებ პორტალი Gazette Haiti პრემიერმინისტრ კლოდ ჟოზეფზე დაყრდნობით იტყობინება.
მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუდგენელი პირები გვიან ღამით რეზიდენციას დაესხნენ თავს, მათი ნაწილი ესპანურ ენაზე საუბრობდა.
ასევე, თავდასხმის შედეგად დაჭრილია პირველი ლედიც.
მედია წერს, რომ ეს მოიზაზე პირველი თავდასხმა არ ყოფილა, თებერვალში პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების არიდება და რესპუბლიკის ხელმძღვანლის ლიკვიდირების არიდება შეძლო.
ჟოვენელ მოიზა ჰაიტის 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.