როგორია აქციაზე დაშავებული ოპერატორების ჯანმრთელობის მდგომარეობა

აქციაზე დაზარალებული ოპერატორები კლინიკებში რჩებიან.

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში 2 ფოტორეპორტიორი – ვახტანგ ქარელი და გიორგი ნიკოლიშვილი მკურნალობს.

“ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. დღეს ვახტანგ ქარელის გაწერა იგეგმება ბინაზე, ნიკოლიშვილი კი სტაციონარში რჩება”, – აცხადებს ექიმი.

“ნიუ ჰოსტპიტალსში” კი მკურნალობის კურსს გადიან “პალიტრანიუსის” ოპერატორი – რომა ტარუღიშვილი და ტვ “პირველის” ოპერატორი – ლექსო ლაშქარავა. ამავე კლინიკაშია პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილიც.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს. დაპირისპირება იყო გუშინაც, მედიის მხარდასაჭერ აქციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები