„იაკობ ნიკოლაძე და ოგიუსტ როდენი“ – მაკა ბეჟუაშვილის ლექცია
10 ივლისს, 13:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ლექციას – „იაკობ ნიკოლაძე და ოგიუსტ როდენი” უმასპინძლებს. ლექციას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ლექციით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი – „საუბრები ეროვნულ გალერეაში”.
პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათს, ეროვნულ გალერეაში იმართება ლექციები მოზარდთა და უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
მისამართი: თბილისი, ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).