From Bach to Bach – გიორგი ცაგარელის პროექტი

9 ივლისს, 18:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში,  „სილქნეტი“ წარმოადგენს გიორგი ცაგარელის პროექტს –  From Bach to Bach.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ივლისის პერფორმანსი, from Bach to Bach, გიორგი ცაგარელის იმ კონცერტების სერიის გაგრძელებაა, სადაც ირღვევა მუსიკის ჟანრებად დაყოფის მცნება და განკუთვნილია ყველა თაობისა თუ გემოვნების მსმენელისათვის.
ამ სერიის მთავარი კონცეფციაა – მსმენელს ერთ სივრცესა და დროში მიეწოდოს სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკა, რომელიც ორ მარტივ მცნებად იყოფა: მუსიკა, რომელიც მოგწონს ან მუსიკა, რომელიც არ მოგწონს…
9 ივლისს, მსმენელის წინაშე პირველად წარდგებიან ეროვნულ სასახლეში გახსნილი გიორგი ცაგარელის სახელოსნოში გაერთიანებული მუსიკოსები:
Zagareli & Strings;
ალექსანდრე კორძაია / kordz;
გიორგი გიგაშვილი;
ზურა ჯიშკარიანი / DILLA;
DRO.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები