ამსტერდამში ცნობილ ჟურნალისტს ესროლეს, სამი ეჭვმიტანილია დაკავებული

ამსტერდამში ცნობილ ჟურნალისტს, პიტერ რ.-ს დე ვრიზს ესროლეს. ამჟამად, ის მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება.

ამის შესახებ NOS-ს წერს.

პოლიციის ცნობით, 64 წლის ჟურნალისტს ამსტერდამის ცენტრში ახლო მანძილიდან ესროლეს. თვითმხილველების თქმით, ოთხი ან ხუთი გასროლის ხმა იყო.

თავდასხმის შემდეგ მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც თავის არეში დაჭრილი ვრიზი მიწაზე წევს.

ამსტერდამის მერმა თქვა, რომ ჟურნალისტი სიცოცხლისთვის იბრძვის.

პოლიციამ უკვე დააკავა სამი ეჭვმიტანილი: ორი მათგანი მანქანაში ჰააგის მახლობლად მდებარე მაგისტრალზე და ერთი – ამსტერდამის სამხრეთ ნაწილში.

პიტერ ვრისი ჟურნალისტური გამოძიებებით იყო დაკავებული და გახმაურებულ საქმეებს აშუქებდა, მათ შორის, 1983 წელს ლუდის მაგნატის, ბიზნესმენ ფრედი ჰაინეკენის გატაცების საქმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები