ირანში, ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

ირანში, ილამის პროვინციის ქალაქ დეჰლორანთან, ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 დაშავდა.

ამის შესახებ Mehr News-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები ადგილობრივი მუშები არიან. მილსადენზე აფეთქების დროს პერსონალი მის “შემოწმებას” ახორციელებდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელობას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები