კახა კუჭავა: მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება

საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

როგორც კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის დროშის დაშვება დაუშვებელია.

“ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან”, – წერს კუჭავა.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები