თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.
მისი თქმით, გუშინ დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე შსს მიიღებს შესაბამის ზომებს და უმკაცრესად იქნებიან დასჯილი ის პირები, რომლებმაც იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე.
,,შსს სრული შემადგენლობით მობილიზებული იყო გუშინ თბილისის ქუჩებში, იმ ადგილებზე, სადაც ხდებოდა გარკვეული ინციდენტები. განსხვავებით დღევანდელისა, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა, ასევე, დაწყებულია გამოძიება. თითოეულ ფაქტზე შსს მიიღებს შესაბამის ზომებს და უმკაცრესად იქნებიან დასჯილი ის პირები, რომლებმაც იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.