გაგრაში რუსი ტურისტი ქალი და მისი 3 წლის შვილი ზღვაში დაიხრჩვნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში რუსი ტურისტი ქალი და მისი სამი შვილი ზღვამ წაიღო.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული თამარა მოლჩანოვა ზღვაში 2013, 2016 და 2018 წელს დაბადებულ შვილებთან ერთად, ორბალიანი შტორმის მიუხედავად, შევიდა.
მედიის ინფორმაციით, ე.წ. მაშველების მისვლამდე, თვითმხილველებმა ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენი ორი ბავშვის ამოყვანა უკვე მაშველებმა მოახერხეს, თუმცა, მათგან ერთ-ერთი, 2018 წელს დაბადებული უკვე დაღუპული იყო.
იგეგმება 7 წლის გოგონას სოჭის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა.
ბავშვების დედის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.