პაატა შამუგია: დღეს, 8 საათზე ვუერთდები აქციას და თქვენც მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და ამ გაცხადებულ ბოროტებას მშვიდად და მშვიდობიანად გავცეთ პასუხი

“დღეს, 8 საათზე ვუერთდები აქციას და თქვენც მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და ამ გაცხადებულ ბოროტებას მშვიდად და მშვიდობიანად გავცეთ პასუხი”, – ამის შესახებ პოეტი, პაატა შამუგია სოციალურ ქსელში წერს.

,,დღეს, 8 საათზე პარლამენტთან მიტინგია გუშინდელი ბარბაროსობის გასაპროტესტებლად. მე ვუერთდები აქციას და თქვენც მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და ამ გაცხადებულ ბოროტებას მშვიდად და მშვიდობიანად გავცეთ პასუხი.

პ.ს. მეც მაქვს საქმეები და მეც მირჩევნია, მიტინგის ნაცვლად სადმე კაფეში ვიჯდე მეგობრებთან ერთად, ან სახლში მყუდროდ წამოწოლილმა ვწერო ლექსები, მაგრამ ასეთი ქვეყანა გვაქვს, ჯერჯერობით, და გვიწევს”, –  წერს პაატა შამუგია.

დღეს პარლამენტთან გუშინდელი მოვლენების გასაპროტესტებლად აქცია იმართება, ხოლო კანცელარიასთან აქციას მასმედიის წარმომადგენლები მართავენ.

ცნობისთვის, გუშინ ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები