ოკუპირებულ აფხაზეთში ზღვაში სამი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, რუსი ტურისტებიც

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში  5 ივლისს პიატიგორსკის მკვიდრი, 2000 წელს დაბადებული როსტისლავ პეტროვი დაიხრჩო.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა ძლიერი შტორმის დროს მოხდა.

აღინიშნება, რომ პეტროვის ზღვიდან გამოყვანას სხვა ტურისტი ცდილობდა, რომელიც დინებას გადაურჩა.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ მდინარე კელასურთან ადამიანი დაიხრჩო, თუმცა, მისი ვინაობის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

ასევე, გუდაუთის რაიონში, სოფელ აცში ხიდიდან მდინარეში გადავარდა ბატალ ოტირბა და დაიხრჩო.

ამასთან, ე.წ. სამსახურში აცხადებენ, რომ გუშინ 4 რუსი ტურისტის გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები