ეუთო/ოდირ-ი: აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ორგანიზაცია “ტვიტერში“ წერს, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.
„ოდირზი შეშფოთებულია თბილისში ძალადობით და ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული“, – ნათქვამია ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.