აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს “ტვიტერზე” ეხმაურება

ნედ პრაისი ძალადობრივ თავდასხმებს გმობს.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები“, – წერს ნედ პრაისი.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები