“ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც საფარის ოფისია, მოხდა თავდასხმა, პიროტექნიკაც შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა”
უფლებადამცველ ბაია პატარაიას თქმით, ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, თავდასხმა მოხდა.
პატარაია ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
“ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები.
ასე ხდება, როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს…
სახელმწიფო არ გვაქვს!
“ქართული ოცნების” მმართველობა უნდა დასრულდეს.
აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?”, – წერს პატარაია.