საპატრიარქო: ეკლესია ემიჯნება აქციის დროს ძალადობისკენ მოწოდებებს – სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები