ლაშა დარსალია: ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის წევრობისთვის MAP-ი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა მთავარია ალიანსის კარი ღია დარჩეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოსა და უკრაინის სამომავლო წევრობისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ალიანსის კარი ღია დარჩეს.

ამის შესახებ დარსალიამ ფორუმზე “უკრაინა 30. საერთაშორისო პოლიტიკა” განაცხადა, იტყობინება უკრაინული მედია.

კითხვაზე, რეალურია თუ არა უკრაინასა და საქართველოს წევრობა ნატო-ში MAP-ის გარეშე, დარსალიამ თქვა, რომ ეს გზა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის წევრობისთვის და მნიშვნელოვანია, მოკავშირეებმა „გვაჩვენონ მიმართულება“.

მეორე მხრივ, მან აღნიშნა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა “ინსტრუმენტია და არა თვითმიზანი” და გაცილებით დიდი წონა აქვს, ქვეყნების სურვილი იმუშაონ ალიანსთან ერთად.

“რა ინსტრუმენტებიც არ უნდა იყოს, ჩვენ მზად ვართ მათი გამოყენებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობების ფანჯარა დარჩეს ღია”, – თქვა ლაშა დარსალიამ.

ფორუმის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ თქვა, რომ უკრაინა იქნება ნატო-ს წევრი, საუბარია მხოლოდ ფასზე და დროზე, რომელსაც იმის ამის სანაცვლოდ გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები