რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი გარდაიცვალა
ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ვლადიმერ მენშოვი 1939 წლის 17 სექტემბერს ბაქოში დაიბადა. იგი საყოველთაოდ ცნობილი გახდა 1981 წელს, როდესაც მისმა ფილმმა – „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ მიიღო „ოსკარი“ ნომინაციაში – „საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე“. იმავე წელს, რეჟისორი გახდა საკავშირო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ხოლო 1989 წელს რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.