საფრანგეთში კორონავირუსის მეოთხე ტალღას პროგნოზირებადზე ადრე ელოდებიან

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი აღარ მცირდება და არსებობს იმის საფრთხე, რომ ვირუსის ახალი ტალღა პროგნოზირებადზე ადრე დადგეს.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

“ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი არ იკლებს – პირიქით, ზრდა განახლდა, ​​უფრო ინფექციური “დელტას” შტამის გამო. დიდი ბრიტანეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ შესაძლოა, ივლისის ბოლოდან ახალი ტალღა მივიღოთ. ამის აღკვეთა და მისი მასშტაბების შემცირება ჯანდაცვის სექტორისთვის ვაქცინაციის გაგრძელებით, დისტანციის დაცვითა და ტესტირებით არის შესაძლებელი“, – თქვა ვერანმა.

საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა, გაბრიელ ატალმა აღნიშნა, რომ “დელტას” შტამის შემთხვევები თითქმის ყოველკვირეულად ორმაგდება და უკვე ინფექციების 30% -ს შეადგენს, მაშინ როდესაც ივნისის ბოლოს ეს რიცხვი 10%-ს შეადგენდა.

საფრანგეთში 30 ივნისიდან ყველა საკარანტინე შეზღუდვა მოიხსნა, მათ შორის, რესტორნებში, ბარებში, კინოთეატრებში, მაღაზიებში, მუზეუმებში, სასტუმროებში, ბიბლიოთეკებში, ეკლესიებში, სპორტულ დარბაზებსა და მთავრობის ორგანოებში. ღამის კლუბები 9 ივლისს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები