ვაქცინაციის ტემპებით მსოფლიოში არაბთა გაერთიანებული საამიროები ლიდერობს

მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპებით არაბთან გაერთიანებული საამიროები ლიდერობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ საამიროებში 15,5 მილიონი აცრაა გაკეთებული, რაც მოსახლეობის 72,1% იმუნიზაციას უდრის.

მეორე ადგილზეა სეიშელის კუნძულები, სადაც მოსახლეობის 71,7%-ია აცრილი.

თუმცა, ყოველდღიური ლეტალური შემთხვევების კლების მიუხედავად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა, საუდის არაბეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ არაბთა გაერთიანებული საამიროები დაამატეს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მოგზაურობისთვის რეკომენდებული არ არის.

ისრაელი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მასობრივი იმუნიზაცია, Bloomberg- ის რეიტინგში მე -9 ადგილზეა (მოსახლეობის 59,7%აცრით).

ათეულში ასევე შედიან ბაჰრეინი (69,2%), მალტა, მალდივები, სან-მარინო (65,5%), ისლანდია (61%) და ჩილე (60%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები