ენტონი ფაუჩი: შეერთებულ შტატებში ბოლო დროს კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 99,2% არ იყო ვაქცინირებული

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ბოლო დროს კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 99,2% არ იყო ვაქცინირებული.

როგორც მან ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა, “სამწუხაროა, რომ აცრით ამის არიდება იყო შესაძლებელი”.

ფაუჩი ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაცვიისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, “ჩვენ გვყავს საერთო მტერი – ვირუსი”.

მისივე შეფასებით, ქვეყანას ძალიან გაუმართლა, რადგან მას საკმარისი რაოდენობის პრეპარატი აქვს, რომ ყველა მოქალაქის იმუნიზაცია იყოს შესაძლებელი.

შეერთებულ შტატებში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს 605 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები