ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: “დელტა” შტამის წინააღმდეგ Pfizer-ის ვაქცინა ნაკლებეფექტურია

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო, “ფაიზერის” ვაქცინა ინდური “დელტა” შტამის წინააღმდეგ დაბალ ეფექტურობას ავლენს.

უწყების მონაცემით, ვაქცინის ეფექტურობის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია, კერძოდ, 63% ინდურის შემთხვევაში, მაშინ როდესაც ვირუსის სხვა ვერსიებს ის 90%-ით ებრძვის.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ, ამასთან, მცირედით შემცირდა მძიმე მიმდინარეობისგან დაცვა. ინფიცირებულთა შორის მძიმე პაციენტები მხოლოდ 7% -ს შეადგენს.

ექსპერტები გამოდიან რეკომენდაციით, უნდა მოხდეს რისკ ჯგუფის ადამიანების ვაქცინაცია და რევაქცინაცია, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებს.

ასევე, ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია ადამიანების თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების რეჟიმის დაბრუნება. მათი თქმით, თუ ეს არ გაკეთდა, უკვე ორ კვირაშია მოსალოდნელია, ქვეყანაში ახალი აფეთქება, დაავადებულთა ოთხნიშნა ციფრებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები