გიორგი გახარია: მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს – საქართველოს და აშშ-ს საერთო ღირებულებები და მომავალი მჭიდროდ აკავშირებთ
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ 4 ივლისს! მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები და მომავალი მჭიდროდ აკავშირებთ”, – წერს გახარია “ტვიტერზე”.