საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროკურატურაში ხორციელდება მთელი რიგი წარმატებული პროექტები, როგორიცაა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მხარდაჭერა და სხვა.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, კოლეგებს და ამერიკელ პარტნიორებს ურყევი მხარდაჭერისთვის და იმედოვნებს, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.