სალომე ზურაბიშვილი: 4 ივლისი შანსია გავიხსენოთ ის 245 წელი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მსოფლიოსათვის აშშ იმედის შუქურას წარმოადგენდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე – პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 4 ივლისი შანსია გავიხსენოთ ის 245 წელი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მსოფლიოსათვის აშშ იმედის შუქურას წარმოადგენდა”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.