იაპონიაში მეწყერის ქვეშ მოყოლილი 19 ადამიანი ცოცხალი იპოვეს

იაპონიაში მაშველებმა მეწყერის ქვეშ მოყოლილი 19 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ამ დროისთვის ინფორმაცია გვაქვს ორი დაღუპულისა და ორი დაშავებულის შესახებ. გადარჩენილია 19 ადამიანი, რამდენიმე ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით სამაშველო ოპერაციაში პოლიციის 700 თანამშრომელი იღებს მონაწილეობას. წინასწარი ინფორმაციით ზიანი მიყენებული აქვს 130 სახლსა და ნაგებობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები