ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის გამო ათობით ადამიანი დაიღუპა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის გამო 38 ადამიანი დაიღუპა, მათგან შვიდი ბავშვია. კიდევ 24 ადამიანი, რომელთაგან სამი ბავშვია უგზოუკვლოდ არის დაკარგული.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით კიდევ 51-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგად, 1250 დაზარალებული ადამიანია ევაკუირებული. დატბორილია 790 სახლი, 519 შენობა, დანგრეულია 19 ხიდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები