დონალდ ტრამპი: აშშ ენერგოდამოუკიდებლობას დაკარგავს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ენერგომომწოდებლებისგან დამოუკიდებლობას დაკარგავს.

აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა შტატ ფლორიდაში გამართულ მიტინგზე განაცხადა.

„კიდევ ორი კვირა და თქვენ აღარ იქნებით ენერგოდამოუკიდებლები“,- განაცხადა მან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრირების დროს აშშ არ იყო დამოკიდებული ნახშირწყალბადი მომწოდებლებზე.

„ორი კვირის შემდეგ თქვენ აღარ იქნებით ენერგოდამოუკიდებლები. ისინი წყვეტენ ნავთობისა და ბუნებრივი აირების შემმუშავებლებისთვის ფედერალური მიწების მიქირავებას, ისინი ბურღვას წყვეტენ. მათ ქარის ტურბინებზე სურთ გადასვლა“,- განაცხადა აშშ-ის ექსპრეზიდენტმა.

ის დარწმუნებით აცხადებს, რომ აქედან სარგებელს გერმანია და ჩინეთი იღებენ, სადაც აღნიშნულ ტურბინებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები