“საკანონმდებლო აქტი არის აშშ-ის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო, ორპარტიული მხარდაჭერის გზავნილი” – დავით ზალკალიანი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემატიკა არის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის აშშ-ის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში და სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში არის გამოხატული ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც აქტუალურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისათვის” – ამის შესახებ საუბრობს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
მინისტრის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი ასევე მნიშვნელოვანია არაღიარების თვალსაზრისით, რადგან წინა რეზოლუციების მსგავსად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნებისმიერი სახის ფორმალური ურთიერთობა,  გამოიწვევს შესაბამის ფინანსურ რეაგირებას და შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბერკეტი და მექანიზმი საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
ზალკალიანის განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო აქტს თან ახლავს შესაბამისი განმარტებითი ბარათები, სადაც საქართველო მოხსენიებულია აშშ-ის კრიტიკულ მოკავშირეებს შორის: „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ისთვის საქართველოსთან თანამშრომლობას და მასთან ურთიერთობის გაღრმავებას უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირეს” – ამბობს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები