იაპონიაში ძლიერმა მეწყერმა ათობით სახლი დაანგრია – უგზოუკვლოდ სულ მცირე 20 ადამიანია დაკარგული (ვიდეო)

იაპინიის ქალაქ ამამიში ძლიერი მეწყერი ჩამოწვა.

სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, სტიქიური უბედურება ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა. უგზოუკვლოდ დაკარგულად სულ მცირე 20 ადამიანი ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ადგილობრივი ხელისფულება იაპონის თავდაცვის ძალებს სამძებრო სამუშაოებში დახმარებას სთხოვს.

ქალაქის სახვითი ხელოვნების მუზეუმში დროებით თავშესაფარია გახსნილი. ბოლო მონაცემებით, იქ უკვე 14 ადამიანია გადაყვანილი.

ადგილობრივი მეტეოროლოგების ცნობით, აღნიშნულ რაიონში ბოლო 48 საათის განმავლობში 300 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. პრეფექტურის ხელისუფლებამ რაიონში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დაახლოებით, 21 ათასი სახლიდან 35,5 ათას ადამიანს სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები