მაიამიში სახლის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონას ცხედარი ამოიყვანეს

აშშ-ში 12-სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.

The Associated Press-ის ინფორმაციით, კატასტროფიდან მეცხრე დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან 4 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის არის 7 წლის გოგონაც.

ამასთან უგზოუკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 145-დან 126-მდე შემცირდა, რადგან ზოგიერთ სავარაუდო დაკარგულთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა, ისინი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.

გამოცემის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან, რომელიც უკვე მეცხრე დღეა მიმდინარეობს, ნანგრევებიდან ვერცერთი ცოცხალი ადამიანის ამოყვანა ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები