მექსიკის ყურეში წყალქვეშა ნავთობსადენი იწვის (ვიდეო)

მექსიკის ქალაქ სიუდად-დელ-კარმენთან, მექსიკის ყურეში, კომპანია Pemex-ის ნავთობსადენი იწვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ხანძარი ნავთობსაბადო კუ-მალუბ ზააპთან გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, აალების მიზეზი ერთ-ერთი გაუმართავი კლაპანის გამო ნავთობის გაჟონვა გახდა.

როგორც ცნობილია, ხანძარი, რომელსაც სამი გემი აქრობს უკვე კონტროლირებადია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები