აშშ-მ “ბაგრამის” ავიაბაზა ავღანეთის ხელისუფლებას გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის უდიდესი ავიაბაზა „ბაგრამი“ უკვე დატოვა.

„ბიბისის“ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ ქირბიმ განაცხადა.

„შეიცვალა სამეთაურო სტრუქტურა და „ბაგრამის“ საჰაერო ბაზის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის გადაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ამ ქვეყნიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის პროცესში“, – აღნიშნა ქირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები