სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე, რადგან იქიდან უზარმაზარი რაოდენობის იარაღი შემოდის – ალექსანდრე ლუკაშენკო

სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე, რადგან იქიდან უზარმაზარი რაოდენობის იარაღი შემოდის, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო შეკრებაზე ისაუბრა.

„უკრაინიდან ბელარუსში უზარმაზარი რაოდენობის იარაღი ხვდება. ამიტომ, მე სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. მან აქვე განმარტა, რომ ბელარუსში მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეძლებათ შესვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები