ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც 4 ივლისთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა, რომლის მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, ფასდაუდებელია.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.