სექტემბრის ბოლოსთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, სექტემბრის ბოლოსთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის, სულ მცირე, 10% აცრან. ეს დაიცავს ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკის ქვეშ მყოფ პირებს, ეფექტურად დაასრულებს პანდემიის ამ მწვავე ეტაპს და უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, მომავალ წელს ამ დროისთვის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები