პრეზიდენტი – სასამართლო რეფორმაზე: აუცილებელია, პროცესი წინ წავიდეს და შესრულდეს ყველა დაპირება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი წინ უნდა წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.
„ყველა ვართ ჩართული ამ პროცესებში. აუცილებელია, პროცესი წინ წავიდეს და შესრულდეს ყველა დაპირება. დარწმუნებული ვარ, ბოლოში გავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.