სალომე ზურაბიშვილი: მინდა, მივულოცო ამერიკასა და ქართველ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, გვსურს, გავაგრძელოთ ასეთი შინაარსიანი მეგობრობა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მინდა, მივულოცო ამერიკასა და ქართველ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. ჩავთვალე, რომ ელჩის რეზიდენციაში ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რადგან პირადად მიმელოცა ელჩისთვის. გვსურს, გავაგრძელოთ ასეთი შინაარსიანი მეგობრობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნავს. ღონისძიება ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იმართება.